სტუდენტების დაკვალიანებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტი ჩართულობისთვის, საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული – ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

  • საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • სტუდენტური კლუბების დარეგისტრირება და სტუდენტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ;
  • სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა (დასაქმების ფორუმების ორგანიზება, ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდება);
  • გასვლითი სეზონური სკოლების ორგანიზება;
  • სპორტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საინტერესო პროექტების, საჯარო შეხვედრების, სემინარებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაცია და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 032 2 22 00 09 (270)

✉ student.affairs@iliauni.edu.ge

➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F105 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)