ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მთავარი მისია სტუდენტების მრავალმხრივი მხარდაჭერა და მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ეფექტურ კომუნიკაციას სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის, რათა თქვენი ინტერესები, ინიციატივები და საჭიროებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუდმივად იყოს გათვალისწინებული.
დეპარტამენტის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მზად ვართ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება იყოს მაქსიმალურად შედეგიანი, დინამიკური და ახალი შესაძლებლობებით სავსე.
ორიენტაცია და ადაპტაცია: საიმედო გზამკვლევი საუნივერსიტეტო სივრცესა და სტუდენტურ ცხოვრებაში.
ორიენტაცია და ადაპტაცია: საიმედო გზამკვლევი საუნივერსიტეტო სივრცესა და სტუდენტურ ცხოვრებაში.
კარიერული განვითარება: წვდომა სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ
სტაჟირების პროგრამებსა და მიმდინარე ვაკანსიებზე.
არაფორმალური განათლება: შემეცნებითი სეზონური სკოლები და სასწავლო ტურები უწყვეტი განვითარებისთვის.
ადვოკატირება და მხარდაჭერა: ქმედითი დახმარება ნებისმიერი სასწავლო
თუ ადმინისტრაციული გამოწვევის დაძლევაში.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
29 აქტიური სტუდენტური კლუბი სხვადასხვა ინტერესის მიხედვით
777+ სტუდენტური პროექტი და ინიციატივა
სტუდენტური დასაქმების პლატფორმა და კარიერული კონსულტაცია
კონფერენციები, ვორქშოპები, ჰაკათონები და კულტურული ღონისძიებები
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროფესიონალური გუნდი თქვენს გვერდითაა.
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროფესიონალური გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში.
ტელეფონი
032 2 22 00 09 (270)
ელ.ფოსტა
student.affairs@iliauni.edu.ge
მისამართი
ი.ჭავჭავაძის გამზ. N45, F100 ოთახი