Intercultural Unity Club

კლუბის აღწერა:

კულტურათაშორისი ერთობის სტუდენტური კლუბის მიზანია სტუდენტებს შორის ცოდნის ამაღლება, გასართობი შესაძლებლობების შექმნა და ურთიერთკავშირების გაძლიერება. კლუბის ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სპორტული სემინარები და შეჯიბრებები (ფრენბურთში, ბადმინტონში, კალათბურთში, ა.შ.), სადაც სტუდენტები შეძლებენ ახალი მეგობრების გაჩენასა და კავშირების დამყარებას. ასევე, მოეწყობა ხელოვნებასა და უცხო ენებზე მოსაუბრეების შეხვედრები, კულტურათა გაცნობის მიზნით ფილმების ჩვენებები და თემატური წვეულებები, ხოლო კლუბის წევრებს ექნებათ “მენტორი მეგობრის” პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, კლუბი უზრუნველყოფს სტუდენტებს შორის განსხვავებული კულტურული და ენობრივი ცოდნის გაზიარებას. კლუბის უმთავრესი მიზანია, რომ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით უცხოელ სტუდენტებს, ჰქონდეთ საუნივერსიტეტო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის საშუალება, რადგან გვჯერა, რომ სტუდენტური ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ ფორმალური განათლება. შესაბამისად, კლუბი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს სრულფასოვანი ჩართულობის, გართობისა და თვითრეალიზების შესაძლებლობა.

მიზნები:

  • სტუდენტების აღჭურვა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით;
  • შეხვედრების მოწყობა, ჩემპიონატების ჩატარება და გართობასთან, ჩართულობასთან და კულტურულ გაცვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • მულტიკულტურული ინკლუზიურობის გაუმჯობესება;
  • სტუდენტების ინფორმირება კავშირების დამყარების მნიშვნელობის შესახებ;
  • მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ახალი წევრების მიღების პირობები

  • კლუბში გაწევრიანება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების მოქმედ სტუდენტს;
  • მსურველმა უნდა შეავსოს კლუბის გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც ის აღირიცხება შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
სტუდენტური კლუბების რაოდენობა
0
სტუდენტური კლუბების რაოდენობა
0
სტუდენტური კლუბების რაოდენობა
0

პროექტები

კლუბის მიმდინარე პროექტები

კლუბის გამოცდილებები

აღმოაჩინე სტუდენტური კლუბების ენერგიული და საინტერესო ყოველდღიურობა.

ჩვენი კლუბის წევრები

სახელი გვარი 4

პოზიცია

ექსტი გამოიყენება როგორც შემცვლელი არარსებობის საბოლოო ტექსტის მოდელი ან ვებ.

სახელი გვარი 3

პოზიცია

ტექსტი გამოიყენება როგორც შემცვლელი არარსებობის საბოლოო ტექსტის მოდელი ან ვებ.

სახელი გვარი 2

პოზიცია

ექსტი გამოიყენება როგორც შემცვლელი არარსებობის საბოლოო ტექსტის მოდელი ან ვებ. Lipsum მოდის კლება ყველაზე ცნობილი ალტერნატიული ტექსტები

სახელი გვარი

კლუბის პრეზიდენტი

ის უზრუნველყოფს სრული ტექსტი simulator გენერირება ჩანაცვლება ტექსტი და ალტერნატიული ტექსტი თქვენი მოდელები.