ილიაუნის სტუდენტურ მომღერალთა გუნდი დაარსდა 2022 წლის ივლისში. გუნდში ერთიანდებიან ილიაუნის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტები.
კლუბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- აკადემიური საგუნდო მუსიკის სიმღერა (სხვადასხვა ერის, სტილის, ჟანრისა და ეპოქის საგუნდო მუსიკის თხზულებები);
- მონაწილეობა კონცერტებში, ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა სახის ღონისძიებებში.
კლუბის მიზანი:
- აკადემიური საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია სტუდენტთა შორის;
- გუნდის წევრთა მუსიკალური საშემსრულებლო უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება;
- აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში (კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები და სხვ.);
- ახალგაზრდა და ახალბედა კომპოზიტორ-შემსრულებლების ხელშეწყობა შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების კუთხით.

